მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, გადაწყვეტილება შეეცვალათ - ირაკლი ზარქუა ,,ოცნებიდან" წასულ დეპუტატებზე

29.06.22 15:44
მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, გადაწყვეტილება შეეცვალათ - ირაკლი ზარქუა ,,ოცნებიდან" წასულ დეპუტატებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, ადასტურებს, რომ ,,ოცნებიდან" წასული დეპუტატების გადაწყვეტილების შეცვლას მთელი უმრავლესობა ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ.

ზარქუა აცხადებს, რომ ,,ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს: სუბარს, ხუნდაძესა და ყაველაშვილს მსოფლმხედველობა და ვექტორი არ შეუცვლიათ.

გუშინ მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, რომ ეს გადაწყვეტილება გადაეფიქრებინათ. პირადად მეც, ჩემი კოლეგებიც, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა. მათ თქვეს, როცა არ ვიქნებით მმართველი პარტიის კონიუქტურით შებოჭილი, ასე რომ ვთქვათ, უფრო მეტი თამამები ვიქნებით განცხადებებში. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვექტორი შეიცვალეს. 

ევროპარლამენტარებზე რაც მე მაქვს კრიტიკული ნათქვამი და შეფასებები, სხვათა შორის, სამართლიანად....

ვინც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთ განცხადებას გააკეთებს, ყველას მიმართ ვიქნები კრიტიკული - თქვა ირაკლი ზარქუამ.

,,ოცნებიდან"  იმიტირებული ამბოხებით წასული დეპუტატების ტრიო-ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი- ჯერ დუმს და არაფერს ამბობს.

ოპოზიციაში თვლიან,  რომ სამი  ვეტერანი ,,ოცნების" წევრის პარტიიდან წასვლა ერთი მისიით მოხდა- ისინი ევროინტერგაციის პროცესში სიმართლის თქმა აპირებენ. ანუ ,,ოცნებიდან" ფორმალურდ წასული დეპუტატები საზოგადოებას დაარწმუენებენ, რომ ევროპა და ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ. ხელისუფლება კი  მათზე პასუხიმგებლობას მოიხსნის და იტყვის, რომ ისინი მათი წევრები აღარ არიან.

მსგავსი სიახლეები