მდგომარეობა ძალიან მძიმეა - მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
უფლებადამცველმა მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" დღეს მოინახულა.
ბასიალაი ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრობა აუცილებლად უნდა დასრულდეს, რადგან ეს არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის უფლებების შელახვა, არამედ ქვეყნის წინაშე არსებული დიდი პრობლემაა.
ვიზუალურად ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ამასთან დაკავშირებით მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ძალიან მაღალი კომპეტენციის ექიმებისგან გვესმოდა შეფასებები და როგორც იცით, ველოდებით დასკვნას უახლოეს პერიოდში. ვიზუალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა პრეზიდენტი და ის პოლიტიკური პატიმრობა, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ ხნის მანძილზე, აუცილებლად უნდა დასრულდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობისთვის საქართველოს პრეზიდენტი ამ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფება, ეს არის არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი უფლებების შელახვა და დარღვევა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემა", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა ფაქტობრივად უკვე დასრულებულია. რამდენიმე დღეში ექიმები მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გაასაჯაროებენ. ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული გაუშვებს თუ არა „ქართული ოცნება“ სააკაშვილს საზღვაგარეთ სამკურნალოდ.