ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებისკენ ევროკავშირს 65 ქვეყნის 84 პარტია მოუწოდებს - "დროა"
65 ქვეყნის 84 პარტია მოუწოდებს ევროკავშირსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესონ სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს, მათ შორის მოსამართლეებსა და პროკურორებს, - ასე ეხმაურება "დროა" მსოფლიო დემოკრატიული კავშირის [IDU] რეზოლუციას.
პოლიტიკური პარტია აღნიშნულის მისაღწევად ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს.
ბიძინა ივანიშვილის, მისი პროკურორების, მოსამართლეებისა და ბიზნესმენების სანქცირების შესახებ კამპანია, რომელსაც პარტია „დროა“ ბოლო თვეების განმავლობაში აწარმოებდა კვლავაც გაგრძელდება იმისთვის, რომ სანქციები შეეხოს ოლიგარქს, მის ქვეშევრდომებს და არა საქართველოს.
მსოფლიო დემოკრატიული კავშირი IDU, რომელიც არის მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო ალიანსი, ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისბბუფლებას:
- დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა გვარამია და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ.
- პატივი სცეს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს და დაიწყოს ევროკომისიის გაწერილი დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, - წერს "დროა".
შეგახსენებთ, რომ "დროამ" იმ ადამიანების სია შეადგიანა, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ უნდა მოჰყვნენ. საუბარია მოსამართლეთა კლანის წევრებზე, ე.წ. პატარა ოლიგარქებსა და პროკურორებზე.