არავის სჯერა, რომ ხუნდაძე რამეს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე აკეთებს - სალომე სამადაშვილი

29.06.22 16:04
არავის სჯერა, რომ ხუნდაძე რამეს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე აკეთებს - სალომე სამადაშვილი

ფრაქცია ,,ლელოს" წევრს, სალომე სამადაშვილს, არ სჯერა, რომ ,,ოცნებიდან" გუშინ წასული დეპუტატები, სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე, ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად იმოქმედებენ. 

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ,,ოცნება" უმძიმეს კრიზისშია. 

ქართული ოცნება" უმძიმეს კრიზისშია-  არავის არ სჯერა, რომ მაგალითად ბატონი ხუნდაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირიდან საერთოდ უნდა გამოიტანოს განაცხადი, რამეს აკეთებს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. 

თუ ივანიშვილს სურს, დაჩქაროს ისედაც მძიმე დამოკიდებულება, რაც არსებობს მის მიმართ დასავლეთის მხრიდან, შეუძლია, კიდევ უფრო გააძლიეროს ანტიდასავლური პროპაგანდა - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამბოხებული ტრიო - ,,ქართული ოცნების" რიგები სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, დატოვეს.

ისინი აცხადებენ, რომ თავიანთი მიზნების შესახებ განმარტებას მალე გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები