„ოცნების“ ნადირობის სეზონი ოპოზიციაზე - „პირველებმა“ თავდამსხმელების ვინაობა გაარკვია
ქართული ოცნება“ ძალის დემონსტრირებას ცდილობს - 3 ივლისის აქციის მხდაჭერების ტერორი და ოპოზიციაზე ნადირობის სეზონი ხელისუფლებამ გახსნილად გამოაცხადა.
„პირველებმა“ იმ ადამიანების ინდეტიფიცრება მოახდინა, რომლებიც დღეს ოზურგეთში თავს ოპოზიციის წევრებს დაესხნენ.
ირკვევა, რომ კადრეაში ჩანს:
- გურიის გუბერნატორის მამა, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ნუგზარ ურუშაძე.
- ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი.
- საკრებულოს მოქმედი დეპუტატი გელა ჩალეიშვილი
- ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა თოიძე.
- ალტ ინფოს ოზურგეთის ხელმძღვანელი მამუკა ანდღულაძე.
ოზურგეთის ცენტრში, ეკლესიის ეზოში, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქტივსა და მოქალაქეებს ხვდებოდნენ და 3 ივნისის აქციის მნიშვნელობას უხსნიდნენ, როდესაც მათ თავს ოზურგეთის საკრებულოს "ქართული ოცნების" სრული შემადგენლობა დაესხა.
შეგახსენებთ, რომ 3 ივლისის მასშტაბურ აქციამდე 4 დღე რჩება. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იქნება, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.