ვოლსკი ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდში ანტიდასავლური კამპანია არ არსებობს

29.06.22 17:40
ვოლსკი ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდში ანტიდასავლური კამპანია არ არსებობს

პარლამენტის  ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდში ანტიდასავლური კამპანია არ არსებობს. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმებს ხელისუფლება აუცილებლად გაატარებს. 

ანტიდასავლური კამპანია არ არსებობს, როგორც ასეთი. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ამ სხვადასხვაობაში რომელი მხარე ვერ იქნება, ამას წინასწარ ნუ გავნსაზღვრავთ. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას და წლის ბოლოსთვის არცერთ თქვენთაგანს, არც ოპოზიციას, არც ჟურნალისტს, არც ექსპერტს და არც საზოგადოებას ეჭვი არ დარჩება, რომ ეს სწორედ ის არის, რა მოთხოვნასაც ჩვენს წინაშე აყენებენ, - თქვა ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" 28 ივნისს სამმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა დატოვეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ტრიომ სახელისუფლებო გუნდის დატოვება ანტიდასავლური კამპანიის გასაძლიერებლად  გადაწყვიტა.

დაახლოებით იგივე შინაარსის წერილს ავრელებენ "ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატებიც, რომლებიც წერენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემა დღის წესრიგში რევოლუციის მოსახდენად შეიტანა.

მსგავსი სიახლეები