რატომ შემოვიდა საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი- ფინანსთა მინისტრის განმარტება

29.06.22 17:43
რატომ შემოვიდა საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი- ფინანსთა მინისტრის განმარტება

როგორ და ვისი დავლებით შემოვიდა რუსული, არასანქცირებული ტვირთი საქართველოში- ხელისუფლება გამოძიების დაწყებას   არ აპირებს.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის,  განმარტებით, ,,ქართული ოცნება" არ აპირებს დაინტერესდეს, ვისთან შეთანხმებით იდგა 2 დღის განმავლობაში  -"როსნეფტის " არასანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი ბათუმის ნავსადგურში.

თუმცა ლაშა ხუციშვილმა დღეს ისიც დაადასტურა, რომ საქართველოს  ტერიტორიულ წყლებში ეს სანქცირებული ტვირთის შემოიტანის  პირველი შემთხვვა არ ყოფილა, თუმცა მინისტრი  თავის გამართლებას ახლა იმით ცდილობს, რომ თავად  ტრანსპორტი არასანქცირებულ  კომპანიას არ  ეკუთნოდა და მისი შემოშვება უკანონო არ ყოფლა.

გემის შემოსვლა პორტში იყო ლეგიტიმური იქიდან გამომდინარე, რომ არც გემი და არც მისი მეპატრონე არ იყო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისასდ, საზღვაო სააგენტომ მისცა მათ უფლება, შესულიყვნენ პორტში. 

აღნიშნული კომპანია იყო სანქცირებულთა სიაში. ეს დადასტურდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აღნიშნულ ტვირთთან დაკავშირებით. შესაბამისად, როგორც კი წარმოდგენილი იქნა ეს ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურმა გასცა ინსტრუქცია, რომ ტვირთს დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია.

გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც ატყდა ამ გემთან დაკავშირებით - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რომ სანქცირებული გემი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა.  

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შემოსავლების სამსახურმა ამ თუ იმ სანქცირებულ ტვირთთან მიმართებაში კონტროლი განახორციელა. ბუნებრივია, თუ ტვირთი არ შემოვიდა საქართველოში და მებაჟემ არ ნახა დოკუმენტაცია, ისე კვალიფიკაცია არ მიეცემა. - თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთულმა ტანკერმა ბათუმის პორტი ისე დატოვა, რომ გამოძიება არ დაწყებულა. 

მსგავსი სიახლეები