ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება, მითი მის უძლეველობაზე - გია ხუხაშვილი

29.06.22 17:55
ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება, მითი მის უძლეველობაზე - გია ხუხაშვილი

ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნებa, მითი მის უძლეველობაზე - პოლიტოლოდ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ივანიშვილს გარემოცვა არასწორ წარმოდგენებს უქმნის, ეს კი ქვეყნისთვის დამღუპველად მოქმედებს.

გია ხუხაშვილი ურჩევს ივანიშვილს, დაელაპარაკოს არა გარემოცვას, არამედ ქართველ ხალხს.

ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…მითი მის შეუმცდარობასა და უძლეველობაზე, რომელიც მასზე მიტმასნილმა უნიჭო გარემოცვამ შეუქმნა და რომელიც მან დაიჯერა. 
ახლა ეს ურჩხულად ქცეული რწმენა მას და მასთან ერთად ქვეყანასაც მიაქანებს უფსკრულისკენ.
ჯერ კიდევ არის მოვლენების დრამატულად განვითარების თავიდან აცილების შანსი.
ამისათვის, ის უნდა მოერიოს საკუთარ ამპარტავნებას და დაელაპარაკოს არა ძალაუფლების დაკარგვით დამფრთხალ, ამდენად, აგრესიულ და მისთვის ხელის შეხოცვისთვის მზადყოფნაში მყოფ გარემოცვას, რომელსაც ის დღეს ყველაზე მეტად სძულს, არამედ იმ ხალხს, ვინც რეალურად იცის, როგორ, რა გზით გამოიყვანოს ეს ქვეყანა კრიზისიდან, მასაც ჩაკიდებს ხელს და სამშვიდობოს გაიყვანს
- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები