სოხუმმა კრემლს სოლიდარობა გამოუცხადა- აფხაზურმა ტაქსის კომპანიამ აშშ-სა და ყაზახეთის პრეზიდენტებს სანქცია დაუწესა

29.06.22 20:03
სოხუმმა კრემლს სოლიდარობა გამოუცხადა- აფხაზურმა ტაქსის კომპანიამ აშშ-სა და ყაზახეთის პრეზიდენტებს სანქცია დაუწესა

კომპანიამ А-Такси, რომელიც აფახეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ოპერირებს, ამერიკისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა, ,,გაზეტა რუ" ავრცელებს.

როგორც  ,,გაზეტა რუ"-ს კომპანიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ბასარიამ, განუცხადა, ამიერიდან აშშ-ისა და ყაზახეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და კასიმ ჟომარტ ტოკაევი ვერ ისარგებლებენ აფხაზეთში А-Такси-ის მომსახურებით.

ჩვენ წარმოვადგენთ აფხაზურ კომპანიას  და ჩვენთვის უსიამოვნოა ისეთი მგზავრების გადაყვანა, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, ან ვინც ჩვენს ქვეყანას ,,კვაზისახელმწიფოდ" თვლის.

ჩვენ კარგად ვიცით ისტორია და ის ფაქტი, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ბევრად დიდი ხნისაა, ვიდრე კაზახეთის. ტოკაევის შეხედულება არაპოლიტკორექტულია და ის ჩვენს ეროვნულ გრძნობებს შეუარაცხყოფს- განაცხადა ბასარიამ.

ბასარიამ ასევე განაცხადა, რომ თუ აშშ-ისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს სანქცირებულთა სიიდან გამოსვლა სურთ, მათ უნდა აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

17 ივნისს პეტერბურგში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აღიარებს აფხაზეთის, ოსეთის, ასევე სხვა ,,კვაზისახელმწიფოების" დამოუკიდებლობას.

 

 

მსგავსი სიახლეები