მზადება 3 ივლისისთვის - გადამწყვეტ აქციამდე სამი დღე რჩება
მზადება გადამწყვეტი აქციისთვის - მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მთელს საქართველოს მოედო. ამ წუთებში ახლაგაზრდები საინფორმაციო შეხვედრებს მაღლივ კორპუსში მართავენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლებას სტუდენტებისთვის მოსმენის ნაცვლად პროვოკაციებს აწყობს, თუმცა თავდასხმები ქუჩაში გამოსული ხალხის მიზნეს არ ცვლის:
ნაცვლად იმისა, რომ მოესმინათ ხალხის ხმა, სახელისუფლებო პარტიამ აირჩია სხვა სტრატეგია. "ტიტუშკებს" გზავნიან, რომ აყალ-მაყალი ატეხონ.
საქმე იმაშია, რომ გარკვეული საფრთხის შესახებ საუბრობენ თავად - ჯერ პრემიერი, მერე პრეზიდენტი, იმიტომ რომ როცა ამაზე საუბრობ, არწმუნებ ადამიანს, რომ არ ღირს გასვლა. ფაქტი, პირიქითაა, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოდის გარეთ, მით უფრო ნაკლებია საფრთხე. თუ მეტი უსაფრთხოება გვინდა, მით უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს"- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.