ჩვენ სწორი გზიდან გადავყავართ - ნინო ქათამაძე პროევროპულ კამპანიაში ჩაერთო
შეხვედრები რეგიონებში გრძელდება - სამოქალაქო საზოგადება ხალხს ყველა დიდი ქალაქში ხვდება. აჭარაში პირობას დებენ, რომ საპროტესტო მუხტს "ოცნება" ვერ ჩაახშობს და რეგიონებიდან ხალხის ხმას ღარიბაშვილის მთავრობა ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან გაიგებს.
ქართული ესტრადის ვარსკვლავი, ნინო ქათამაძე ორი დღეა საზოგადოებას ხვდება და ევროკავშირის სიკეთეებზე პირადად აწვდის ინფორმაციას.
მომღერალი დღეს ქობულეთის ბაზარში, გიორგი ონიანთან ერთად იმყოფებოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ბედი, რომელიც 24 საათი შრომობს. ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ ევროპული გზა სწორედ ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთის ბედი გვაღელვებს. ჩვენ მარტო პოლარიზებულად, პოლიტიკურ საქმეებში არ უნდა ვიყოთ ჩართული. ჩვენ სწორი გზიდან გადავყავართ და ვებმევით, არარეალურ ბრძოლაში, რომელიც ენერგიას გვართმევს და შედეგს არ გვაძლევს. მთავარია, ამ ხახლს ვესაუბროთ, მათი აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი.
ჩემი მონაწილეობაც ამ კამპანიაში ის არის, რომ მე მათ მიერ ამ საქმეში ჩადებულ ენერგიას ვიცნობ, ვიცი ის რომ ისინი მიტოვებულნი არიან. მე თუ ჩემს სამშობლოში ბედნიერი უნდა ვიყო, მხოლოდ მათთან ერთად"- აცხადებს მომღერალი.