ყველაფერს ახადეს ფარდა - რომან გოცირიძე "ოცნებიდან" გამოყოფილ სამეულზე

30.06.22 11:31
ყველაფერს ახადეს ფარდა - რომან გოცირიძე "ოცნებიდან" გამოყოფილ სამეულზე

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხუნდაძე, სუბარის და ყაველაშვილის  სამეულმა ყველაფერს ფარდა ახადა.

რომან გოცირიძის თქმით, ამ სამეულმა პირდაპირ გათქვა „ქართულ ოცნება“, რომ ისინი ევროკავშირში შესვლას არ გეგმავდნენ.

ყველაფერს ახადეს ფარდა და ძალიან კარგია, რომ ეს სამეული გამოეყო მათ და ყველაფერი თქვეს, რაც იყო სინამდვილეში. მათ თქვეს, რომ არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება, ამიტომ ამბობდნენ 2024 წლამდე. არ უნდოდათ ევროკავშირში კანდიდატად მიღებაც კი, ვინაიდან ეს ვალდებულებებს მოითხოვდა და ეს ვალდებულებები გამოიწვევდა მათი ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟეს. აღიარა რომ ევროკავშირმა გვიბიძგა სათაგურში, ანუ გვიბიძგა ევროპის გზაზე და სალომე ზურაბიშვილის ენით დაგვპირდნენ, რომ ისინი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მიგვიღებდნენ. ფაქტობრივად საქართველოს საკითხი იყო გადაწყვეტილი და ბიძინა ივანიშვილმა ჩაშალა“. - განაცხადა რომან გოცირიძემ

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს სამმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა "ქართულ ოცნების" რიგები დატოვეს. მმართველი გუნდის ყოპფილმა წევრებმა ყველაფერზე საჯაროს ლაპარაკი დააანონსეს.  

სამეულის გადაჯგუფების ახალ სამიზნედ სალომე ზურაბიშვილი იქცა და მათივე არჩეულ პრეზიდენტს ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედაბაში ადანაშაულებენ. 

პარტიიდან წამოსვლის შემდეგ სოზარ სუბარი პირველად სამთავრობო მედიაში გამოჩნდა და ერთი ტელე-ინტერვიუთი გათქვა ბიძინა ივანიშვილის გადაჯგუფების გეგმა. 

მსგავსი სიახლეები