ქვეყანა ისედაც ღარიბია და კიდევ ღარიბაშვილი რაღად უნდა საქართველოს - მოქალაქის გზავნილი აჭარიდან
სამ ივლისს რეგიონებიდან ხალხის ხმას ღარიბაშვილის მთავრობა ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან გაიგებს. აჭარაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას უფლებას არ მისცემენ, რომ ქვეყანამ პროდასავლურ კურსს გადაუხვიოს.
პროევროპულ კამპანიაში მომღერალი ნინო ქათამაძე ჩაერთო, ის დღეს ქობულეთის ბაზარში იმყოფებოდა, პირდაპირ ეთერში ჩართვისას კი მოქალაქეები მომღერალთან მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მათი არჩევანი ევროკავშირია.
მე მინდა ევრიპა და არავითარი ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე. ქვეყანა ისედაც ღარიბია და კიდევ ღარიბაშვილი რაღად უნდა საქართველოს"- თქვა მან.