ხელისუფლების მორიგი სკანდალი - აღმოჩენილია ერთ ლარად გასხვისებული ქონებები
დიდი კორუფცია სახელმწიფო ქონების პრივატიზებაში. როგორ გადასცემს მთავრობა ხალხის მიწას და ქონებას მის გარემოცვას? კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობამ გაასაჯორავა.
გავლენიანმა ორგანიზაციამ 2013 წლიდან დღემდე შეაგროვა დოკუმენტები და აღმოაჩინა, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას 1 ლარად ოცნების გარემოცვას აძლევს.
საერთაშორისო გამჭვირვალობაში ამბობენ, რომ 1 ლარად სახელმწიფო ფაქტობრივად ქონებას ჩუქნის იმ ბიზნესმენებს, რომლებიც სანაცვლოდ უკვე მმართველ პარტიას სწირავენ ფულს.
ამ ტენდერით პრივატიზაცია გაგრძელდება კიდევ ებვრი წელი და ბევრი შესაძლებლობა იქნება, რომ ვისაც ხელი წაუცდება, ეს ქონება ჩაიგოს ხელში, თუ არ იქნა შესაბამისი შემაკავებელი მექანიზმები. შესაბამისი მექანიზმები კი დღეს არ გვაქვს. სახელმწიფო ქონების სულ უფრო მასიური ხდება და ეს ჩვენ გვაზიანებს. ბოლოს ისე იქნება, რომ სახელმწიფო ქონება და ბიუჯეტის თანხები დაიხარჯება არა მოსახლეობის სასიკეთოდ, არამედ კონკრეტული დაახლოებული ბიზნესმენების და პირების სასიკეთოდ და ჩვენ ამას ვხედავთ“. - ამბობენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა, სავარაუდოდ, მალე კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში დავას დაიწყებს და იქ ექნება კითვები კორუფციის რისკებთან დაკავშირებით. კვლევა კი უკვე იგზავნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურაში.