ხმაური და დაპირისპირება თელავში - პროევროპულ კოალიციას ,,ოცნების" პარტაქტივი დაახვედრეს
ხმაური და დაპირისპირება თელავში - ,,ქართულმა ოცნებამ" პროევროპულ კოალიციას კახეთში პარტაქტივი დაახვედრა.
ადგილობრივებთან შეხვედრის ჩასაშლელად მისული ,,ოცნების" მხარდამჭერები, საკრებულოს დეპუტატები, საჯარო მოხელეები, ასევე ,,ალტ ინფოს" წევრები ცდილობდნენ, სახალხო მოძრაობის წევრებს მოსახლეობასთან გასაუბრების საშუალება არ მისცემოდათ.
სიმართლე გითხრათ, გვინდოდა, გვესაუბრა იმაზე, რომ ევროპა კარგია, რომ ყველაფერი იმისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპისკენ წავიდეთ, არ მოვხვდეთ იმ ჭაობში, რომელშიც დიდი ხანი ვიყავით.
ჯერ-ჯერობით ამის საშულება არ მოგვეცა, მაგრამ მე მგონი, მაინც მოვახერხებთ, რომ ახალგაზრდებს შევხვდეთ და ჩვენი აზრები გავუზიაროთ- ამბობს ,,შინ ევროპისკენ" წევრი, ტელეწამყვანი დავით ლაბაძე.