იდენტიფიცირებულია "ქართული ოცნების" ყველა აქტივისტი, რომლებმაც სტუდენტები სცემეს

30.06.22 13:40
იდენტიფიცირებულია "ქართული ოცნების" ყველა აქტივისტი, რომლებმაც სტუდენტები სცემეს

ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერებმა სტუდენტები სცემეს - ირკვევა, რომ სპორტსმენები "ქართულმა ოცნებამ" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან სტუდენტების დასარბევად გააგზავნა.

"ტვ პირველის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი მოძალადე, გიორგი ბარბაქაძე, სტუდენტის მოხრჩობას, შემდეგ კი ჯგუფურად ჩაქოლვას ცდილობს. 

"პირველების" მიერ  დადგენილი და გაშიფრულია ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც სტუდენტებს არბევდა.

დარბევის ერთ-ერთ მეთაური ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა რაზმის წევრია, მეორე კი კახი კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძის, საძმოს წევრი, ნოდარ მათიაშვილი. 

თავდამსხმელებიდან ერთ-ერთ ნიკოლოზ მელიქიშვილია, მისი Facebook დოსიედან, ირკვევა რომ  თბილისის მერიისა და ისნის რაიონის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მუშაობს. 

"ქართულმა ოცნებამ" სტუდენტების დასარბევად სპორტსმენებიც გამოიყვანა - ასეთია თორნიკე კაპანაძე, რომელიც, ერთ-ერთ სპორტულ ფედერაციას ხელმძღვანელობს. "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ეს უკანასკნელი ახალგაზრდას წიხლს ურტყამს. 

მოძალადეები პოლიციამ ადგილიდან განარიდა. 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერების გაღიზიანება, სტუდენტების აქციამ გამოიწვია, რომლებიც სამოქალაქო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" ბროშურებს არიგებდნენ.

მსგავსი სიახლეები