პუტინისტური ძალები ისევ გააქტიურდნენ - მოსკოვში პრორუსი ექსპერტებისა და ჟურნალისტების ვიზიტი დაიგეგმა

30.06.22 13:54
პუტინისტური ძალები ისევ გააქტიურდნენ - მოსკოვში პრორუსი ექსპერტებისა და ჟურნალისტების ვიზიტი დაიგეგმა

პრორუსული ძალები ისევ გააქტიურდნენ - ამჯერად პუტინის კარზე ვიზიტი ,,პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გადაწყვიტა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, "გორჩაკოვის ფონდის" წევრები, რამდენიმე ექსპერტი და ჟურნალისტი, მოსკოვში პროდასავლური აქციის პარალელურად, 3 ივლისს ჩავლენ. 

პრორუსი ქართველების მასპინძელი "მგიმო"-ს კათედრის გამგე, ნიკოლაი სილაევი იქნება, რომელსაც საქართველოში შემოსვლა 2015 წლიდან აკრძალული აქვს.

პრორუს ექსპერტებსა და ჟურნალისტებს მოსკოვში რამოდენიმე შეხვედრა აქვთ დაგეგმილი კრემლის პროპაგანდისტებთან, ასევე,  ვიზიტი რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლობასთან, მათ წარმომადგენლობასთან. 

დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ,,ტვ პირველთან"  საუბარი არ ისურვა, რაც შეეხება დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს, პროსახელისუფლებო ექსპერტი, თამარ კიკნაძე, აცხადებს, რომ რუსეთში ვიზიტზე მიპატიჟება პრიმაკოვის ფონდისგან მიიღო.

ჯერ არ ვიცი, მივდივარ-არ მივდივარ, მოპატიჟება ,,პრიმაკოვის ფონდისგან" მივიღე. ღონისძიება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ეძღვნება. 

ის, რაც ხდება, რომ საქართველო სურთ, ომში ჩაითრიონ, მთელი კომპანია მიმდინარეობს და  სხვათა შორის, თქვენი ტელეკომპანიაც ტირაჟირებს. - აცხადებს თამარ კიკნაძე.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები