არავის სურს საქართველოს ომში ჩართვა - კელი დეგნანი

30.06.22 13:56
არავის სურს საქართველოს ომში ჩართვა - კელი დეგნანი

არავის უნდა საქართველოს ომში ჩართვა - ამერიკის ელჩის პასუხი „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ კამპანიას. 

ამერიკელი დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთის მიზანი არა ქვეყნის ომში ჩართვა, არამედ უკრაინაში ომის რაც შეიძლება, მალე დასრულებაა. 

ხელისუფლებას კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მშვიდობა არა ანტიდასავლურ კამპანიას და დასავლეთზე თავდასხმას, არამედ  დასავლეთთან დაახლოებას მოაქვს. 

მინდა გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც, როგორც ჩანს, გრძელდება. ეს პირდაპირ ეფესბეს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან მოდის. ნება მიბოძეთ, ნათლად გამოვხატო: აშშ არ ცდილობს, რომ საქართველო ჩაერთოს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში, აშშ-ს არ სურს ეს ომი გაფართოვეს რამენაირად, აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია ამ ომის შესაჩერებლად, რაც შეიძლება მალე.

პუტინი იყო ის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიული და ბრუტალური ომი დაიწყო და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ახსოვდეს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. რუსეთი ცდილობდა თქვენი ენის მოკვლას. რუსეთი ანგრევდა თქვენს ეკლესიებს და ცხოველების სადგომებად აქცევდა. თუ არის რაიმე კითხვა, რას ნიშნავს რუსეთთან მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა ნახოთ, რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვარზე"- თქვა დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები