სუბარის, ხუნდაძის ან ყაველაშვილის ანტიევროპულებაზე საუბარი, სასაცილოა - პაპუაშვილი

30.06.22 14:08
სუბარის, ხუნდაძის ან ყაველაშვილის ანტიევროპულებაზე საუბარი, სასაცილოა - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ  სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ანტიევროპულობაზე ოპონენტების განცხადებები სასაცილოა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე პრეზიდენტის წლიური მოხსენების ჩანიშვნასაც შეეხო და განაცხადა, რომ თარიღი შეუთანხმებელი იყო პარლამენტთან.

სასაცილოა იმაზე საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, თუნდაც დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, სასაცილოა, თუმცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის. 

რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის წლიური მოხსენების ჩანიშვნას, აქაც შინაარსში არ შევალ, მაგრამ ის, რომ თარიღი შეუთანხმებელი იყო პარლამენტთან, ეს ყველამ საჯაროდ იცის. სწორედ ამიტომაც, მაშინ ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება და არ ჩანიშნა სხდომა, ვინაიდან არ იყო წინასწარ შეთანხმებული თარიღი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები