“ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას - ,,შინ ევროპისკენ"
“ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას - სახალხო მოძრაობა ,,შინ ევროპისკენ" მმართველ პარტიას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველჰყოს საჯარო სისკუსიაში მონაწილეების უსაფრთხოება.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. რეგიონებში ხელისუფლების პარტიული აქტივი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება მოძრაობის წევრებს, რათა შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რაც სიყალბეა.
საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ფაქტი მართული პროცესებით ვერ გადაიფარება.
ჩვენი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მშვიდობიანია და გამორიცხავს ძალადობის ელემენტებს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება. - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს სახალხო მოძრაობა დედაენის პარკში 16:00 საათზე სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. საჯარო დისკუსიას სამოქალაქო აქტივისტები, შოთა დიღმელაშვილი და გიორგი ქადაგიძე გაუძღვებიან.