„რუსეთთან თუ კარგად ვიქნები რატომაც არა“ - თელავში სახალხო მოძრაობის წევრებს ალტ-ინფოს ლიდერები დაახვედრეს
დღევანდელი ევროპა ჭაობია - თელავში ,,ალტ ინფოს" წარმომადგენელი, მალხაზ ნაკვეთაური, სახალხო მოძრაობის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
,,ოცნების" დავალების შესასრულებლად დღეს კახეთში საჯარო მოხელეებთან ერთად მმართველმა პარტიამ პრორუსული დაჯგუფების წევრებიც გამოიყვანა.
დღევანდელი ევროპა არის ჭაობი, თქვენ უყურებთ მატერიალური კუთხით, თუ რუსეთთან კარგად ვიქნებით და ჩვენს თვითმყოფადობას გადავირჩენთ, რატომაც არა? - განაცხადა ალტ ინფოს წარმომადგენელმა, მალხაზ ნაკვეთაურმა.
პროვოკაციების მიუხედავად, სახალხო მოძრაობის წევრებმა თელავში სტუდენტებთან შეხვედრა მაინც მოახერხეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
გამიჩნდა იმის სურვილი, რომ აუცილებლად ვიბრძოლო იმ დაბრკოლების მიუხედავად, რასაც ძველი თაობა გვიქმნის, სამწუხაროდ.
ჩვენ ბრძოლა ევროპისთვის აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. - აცხადებს სტუდენტი თელავიდან.