საზოგადოება დაიღალა, გადადით ხელშესახებ ცვლილებებზე - ჩეხეთის ელჩი "ოცნებას"
საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტერ მიკისკა ამბობს, რომ საზოგადოება პოლიტიკური კონფლიქტებით დაიღალა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ხელშესახებ ცვლილებებზე გადავიდეს.
ელჩი იმასაც დასძენს, რომ დიდი იმედი აქვს, რომ წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
ჩვენ ყველა ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით. ამას სჭირდება კონსენსუსი და თანამშრომლობა, როგორც ოპოზიციასთან, ისე მთავრობასთან. იმედია, წლის ბოლოს ეს საკითხი გადაწყდება.
მთელი პოლიტიკური ძალისხმევა უნდა იყოს ამაში ჩართული. ერთიანობა არის ვალდებულება და გვჯერა, რომ ეს მიზანი იქნება მიღწეული. საზოგადოება პოლიტიკური კონფლიქტებით დაიღალა, ამიტომ ხელშესახებ ცვლილებებზე უნდა გადახვიდეთ“.- თქვა ჩეხეთის ელჩმა.