"ომი გინდათ" - გორში "ოცნებამ" ლელოს ლიდერებს ზონდერები დაახვედრა
"ქართულმა ოცნებამ" გორში ჩასულ "ლელოს" ლიდერებს ზონდერ-ჯგუფები დაახვედრეს. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა აიპ-ში დასაქმებული ადამიანებიც მიიყვანეს.
"პირველების" ინფორმაციით, პარტაქტივის დარაზმვის ბრძანება, გორის მერის მოადგილემ გასცა.
"ამას ომი უნდათ - ლელოს და ენმ-ს" - აცხადებენ "ოცნების" მხარდამჭერი.
ცნობისთვის დღესვე, "ოცნების" პარტაქტივი სამტრედიაში გიგი გიგიაძეს დაუპირისპირდა. "შინ ევროპისკენ" კამპანიის მონაწილეებს თელავში საჯარო მოხელეები და პრორუსული ჯგუფები დაახვედრეს. მაღლივთან ბროშურების დარიგებისას სტუდენტები ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერებმა სცემეს.