სტუდენტებზე მოძალადეები თბილისის მერიაში არიან დასაქმებული

30.06.22 17:14
სტუდენტებზე მოძალადეები თბილისის მერიაში არიან დასაქმებული

,,პირველებმა"  იმ პირების ვინაობა გაარკვია, ვინც დღეს სტუდენტებს სასტიკად გაუსწორდა. ისინი თბილისის მერიაში არიან დასაქმებული და განხორციელებული ძალადობის მიუხედავად, კვლავ თანამდებობაზე რჩებიან- ბექა მენთეშაშვილი ისნის გამგეობაში, კიდევ ერთი მოძალადე, ნიკოლოზ მელიქიშვილი კი სამგორის გამგეობაში მუშაობს.

მოძალადე მხარდამჭერები, ვინც დღეს სტუდენტები დაარბია და სასტიკად გაუსწორდა, პოლიციას ჯერ არ გამოუკითხვას.

,,პირველების" გადამღებ ჯგუფს ,,ოცნების" მოძალადე აქტივისტები სამსახურში არ დახვდა, პრესსამსახური კი ამტკიცებს, რომ მათ თანამშრომლებს დარბევაში მონაწილეობა არ მიუღიათ და მთელი დღე გამგეობებში იყვნენ.

მსგავსი სიახლეები