გორში ჩასულ "ლელოს" ლიდერებს თავს მერიის თანამშრომელი დაესხა
ზონდერ-ჯგუფების მობილიზება შეინიშნება გორში - ქალაქში ჩასულ "ლელოს" ლიდერებს საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და მერიაში დასაქმებული პირები დაახვედრეს, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.
გორის მერიის კულტურისა და სპორტის აიპ-ის თანამშრომელმა, ვოვა ჯანეზაშვილმა, ბადრი ჯაფარიძის მისამართით მწვანილი ისროლა.
ჯანეზაშვილი ოპოზიციას ომის დაწყების სურვილში ადანაშაულებს.
"პირველებმა" გადაიღო კადრები, როგორ აგროვებს გორის მერის მოადგილე პარტაქტივს, რომ მათ "შინ ევროპისკენ" ფლაერების დარიგებას ხელი ყველა გზით შეუშალონ.
საბოლოო ჯამში, ვოვა ჯანეზაშვილი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.