FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული აქვთ იმათ, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ - ვოლსკი
უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ FSB-ს სახელმძღვანელოები იმ საზოგადოებას აქვს წაკითხული, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს.
FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებს. მაქვს ძალიან გრძელი სია, რომელიც შემიძლია წარმოგიდგინოთ - დაწყებული გიორგი მარგველაშვილით, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს, საომარ მოქმედებებში ჩაერთონ."- განაცხადა გია ვოლსკიმ.
აშშ-ს ელჩის თქმით, ნარატივი, თითქოს აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს, "პირდაპირ ФСБ-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან ამოღებულს ჰგავს".