ბათუმის პორტში რუსეთიდან ტანკერები შემოვიდა

30.06.22 17:38
ბათუმის პორტში რუსეთიდან ტანკერები შემოვიდა

ბათუმის პორტში რუსეთტან დაკავშირებული 2 ტანკერი შემოვიდა . ინფორმაციას გაზეთი ,,ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ტანკერთაგან ერთ-ერთი რუსული დროშის ქვეშ ცურავს, მეორე კი საქართველოში პირდაპირ რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

საქართველოს ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ტანკერებზე სანქცირებული ნავთობპროდუქტები არ არის. 

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M 30 მაისს დაიძრა რუსეთიდან, კერძოდ კი ქერჩის სრუტიდან ეგვიპტისკენ. ეგვიპტეში, დუმიათის პორტში 10 ივნისს შევიდა, იქ ერთი დღე დაჰყო და 11 ივნისს გეზი ბათუმის პორტისკენ აიღო.

მსგავსი სიახლეები