რუსული კვალის ძიება საკუთარ კომპანიებში დაიწყეთ - ,,სირცხვილია" ,,პოსტ-ტივისა და ,,იმედს" მიმართავს
რუსული კვალის ძიება საკუთარ კომპანიებში დაიწყეთ - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სირცხვილია" სამთავრობო მედიით გაჟღერებულ ბრალდებას ეხმიანება, რომლსი მიხედვითაც ,,სირცხვილია" რუსეთიდან იმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საიტზე დაფიქსირებული რეგიონი ,,მეტას" გეოლოკაციის გაუმართავობის ბრალია.
ვეხმაურებით პოსტვ-ისა და იმედის “ექსკლუზივს”, სირცხვილიას ფეისბუქგვერდის რუსეთიდან მართვის შესახებ.
გვერდზე სხვადასხვა ტიპის წვდომა ჰქონდა 20-ზე მეტ ადამიანს/ორგანიზაციას/სარეკლამო ანგარიშს. ერთ-ერთმა ამ ექაუნთთაგანმა, როგორც ჩანს, სასაათო სარტყელის ან რეგიონის მითითების დროს მონიშნა რუსეთი (გაითვალისწინეთ ისიც, რომ მეტას გეოლოკაცია ჯერ კიდევ არ მუშაობს გამართულად და შეიძლება თქვენს მეგობრებშიც შეგხვედრიათ ფოთი რომ ბრაზილიას ეკუთვნის და ოზურგეთი მექსიკას
ექაუნთი უკვე წაშლილია გვერდიდან და დავტოვეთ მხოლოდ რამდენიმე ანგარიში, რომელსაც გვერდზე წვდომა შეუნარჩუნდა.
მივმართავთ პოსტვ-ის და ტელეკომპანია იმედს, თავი დაანებეთ სამარცხვინო სპეკულაციებს და რუსული კვალის ძიება საკუთარ კომპანიებში დაიწყეთ.- ნათქვამია ,,სირცხვილიას" განცხადებაში.