ვატო წერეთელმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა - ანრი ოხანაშვილი

30.06.22 22:18
ვატო წერეთელმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა - ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი, "ტვ პირველის" დამფუძნებლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ადასტურებს. 

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ოხანაშვილი მედიამენეჯერს "პროვოკაციის მოწყობაში" ადანაშაულებს. 

"უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა. საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე", - თქვა დეპუტატმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ქართული ოცნების დეპუტატები თავს ვატო წერეთელს თავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დამესხნენ. 

მსგავსი სიახლეები