თავდასხმა ვატო წერეთელზე - აშშ-ის საელჩოს პირველი განცხადება

30.06.22 22:40
თავდასხმა ვატო წერეთელზე - აშშ-ის საელჩოს პირველი განცხადება

თავდასხმა "ტვ პირელის" მფლობელზე - აშშ-ის საელჩო მის ტერიტორიაზე მოხდარ დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს: 

აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას"- წერია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება მიმდინარეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები "ტვ პირელის" დამფუძნბელს, ვატო წერეთელს თავს დაესხნენ. 

ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილებდა დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი.  ადგილზე იყო, ირაკლი ზარქუა. იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბექა ოდიშარია. შემთხვევა მოხდა თვითმხილველების თვალწინ. 

ტვ პირველი ითხოვს აშშ-ს საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. 

მსგავსი სიახლეები