აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ძალადობაში მხილებულ დეპუტატებს
თავდასხმა ვატო წერეთელზე - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.
ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი"- წერია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება მიმდინარეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები "ტვ პირელის" დამფუძნბელს, ვატო წერეთელს თავს დაესხნენ.
ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილებდნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა. იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბექა ოდიშარია. შემთხვევა მოხდა თვითმხილველების თვალწინ.
ტვ პირველი ითხოვს აშშ-ს საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.