თავდასხმა ტვ პირველის მფლობელზე - ანრი ოხანაშვილი "პირველების" კითხვებს გაურბის

01.07.22 11:08
თავდასხმა ტვ პირველის მფლობელზე - ანრი ოხანაშვილი "პირველების" კითხვებს გაურბის

რატომ დააორგანიზა "ოცნების" დეპუტატმმა თავდასხმა ტვ პირველის მფლობელზე - ანრი ოხანაშვილი განმარტებებს არ აკეთებს და "პირველების" კითხვას გაურბის.

"პირველების" ჟურნალისტი დეპუტატს საცხოვრებელ სახლთან ელოდებოდა, თუმცა ოხანაშვილმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ტვ პირველის მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს. 

მსგავსი სიახლეები