ეს ხელისუფლება ყველაფერს იკადრებს - დეკანოიძე "ტვ პირელის" მფლობელზე თავდასხმას ეხმაურება
თავდასხმა "ტვ პირელის" მფლობელზე - ოპოზიცია მომხდარით შოკირებულია.
ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას ყველაფრის მკადრებელს უწოდებს და ამბობს, რომ მომხდარმა ყველა დაამუნჯა.
ყველა დავმუნჯდით, იმიტომ რომ, არის ალბათ რაღაც რასაც არ ელოდები, მაგრამ არ არის ის, რასაც ეს ხელისუფლება არ იკადრებს და არ იკადრებს „ქართული ოცნება. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ სურათის, რასაც ჩვენ ვხედავთ მთელი ამ დღეების განმავლობაში - ძალადობა, მიგზავნა ადამანებზე, სტუდენტებზე, ცემა ადამიანების და ეს არის იმპულსი და სიგნალი გაშვებული ქართული ოცნების მხრიდან, რომ ისინი არ შეეგუებიან კრიტიკულ აზრს და არ შეეგუებიან იმ ფართო მოძრაობას, რომელსაც საქართველოს დაბრუნება უნდა ევროპაში“. - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილებდა დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი.
დეპუტატ მგალობლიშვილის იერიშის მსხვერპლი გახდა „ტვ პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე, რომელიც გაშველებას ცდილობდა. შემთხვევა თვითმხილველების თვალწინ მოხდა.
ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე თავს ტელევიზიის მფლობელს ესხმის.