“როგორც კი მუშტებზე ყურებას იწყებს ხელისუფალი, იქ იწყება მისი დასასრული“ - უსუფაშვილი

01.07.22 11:20
“როგორც კი მუშტებზე  ყურებას იწყებს ხელისუფალი, იქ იწყება მისი დასასრული“ - უსუფაშვილი

“როგორც კი მუშტებზე და კუნთებზე იწყებს ყურებას ხელისუფალი, იქ იწყება მისი დასასრული“ - ასე ეხმაურება "ტვ პირველის" მფლობელზე თავდასხმას „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი. 

უსუფაშვილის თქმით, საქართველო გონებადაბინდული ხელისუფლების ხელშია და ჩცვენ ახლა სერიოუზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ.

“როგორც კი მუშტებზე და კუნთებზე იწყებს ყურებას ხელისუფალი, იქ იწყება მისი დასასრული. ჩვენ, ამჯერად ძალიან დიდი და სერიოზული გამოწვევვის წინაშე ვართ. ამიტომ, ასეთი სუსტი და ასე თავგზააბნეული და ასე გონებადაბინდული ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა, სამწუხაროდ საქართველო დღეს, როდესაც მას სერიოზული შანსები გაუჩნდა“. - ამბობს დავით უსუფაშვილი

ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილებდნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი. იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბექა ოდიშარია. 

დეპუტატ მგალობლიშვილის იერიშის მსხვერპლი გახდა „ტვ პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე, რომელიც გაშველებას ცდილობდა.  შემთხვევა თვითმხილველების თვალწინ მოხდა. 

ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე თავს ტელევიზიის მფლობელს ესხმის.
 

მსგავსი სიახლეები