დადგენილია "ოცნების" აგენტ-პროვოკატორები, რომლებიც დედა-ენის პარკში საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ
დადგენილია "ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორები, რომლებიც დედა-ენის პარკში საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.
"პირველებმა" გაარკვია რომ ერთ-ერთი ლალი კოლომიკოვია - "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის თანაშემწე პარლამენტში.
სწორედ ეს ადამიანი გასცემდა დავალებებს და აგზავნიდა sms რომ გიორგი ქადაგიძისთვის მოეწყოთ პროვოკაცია და შემდეგ "შინ ევროპისკენ" ლიდერს ეთქვა, რომ "ომი უნდა დაგვეწყო". მესიჯის ადრესატი კიდევ ერთი აგენტ-პროვოკატორი ნათია გიგაურია. სწორედ ის ცდილობდა დავალების შესრულებას და შეხვედრის ჩაშლას.