"მიიღო პროპორციული პასუხი" - ოხანაშვილი ვატო წერეთელზე ჯგუფური თავდასხმის გამართლებას ცდილობს

01.07.22 12:56
"მიიღო პროპორციული პასუხი" -  ოხანაშვილი ვატო წერეთელზე ჯგუფური თავდასხმის გამართლებას ცდილობს

თავდასხმა ვატო წერეთელზე - ანრი ოხანაშვილი ადასტურებს, რომ ტვ პირველის მფლობელზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი იყო. "ოცნების" დეპუტატი, ფაქტობრივად, კრიმინალის ლეგიტიმაციას ცდილობს და ამბობს, რომ  დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელის ცემა პროპორციული პასუხი იყო.

ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორ ჩანს, დაგეგმილი უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ვერცერთი ადამიანი, ერთი ქართველი ადამიანი მე ვერ წარმომიდგენია, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა. ეს იყო განგრძობადი პროვოკაცია, მიმდინარე, რომელსაც ის აგრძელბდა, შესაბამისად, ამაზე მან მიიღო ადეკვატური, პროპროციული და არა ის ზღვარგადასული ქცევა, რომელიც მან გააკეთა. პროპორციული პასუხი როდესაც გაეცემა შესაბამის ქმედებას, ის არის გამართლებული. ჩემი მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ პროპორციულ პასუხს, რაზეც მისი მხრიდან განხორციელდა შესაბამისი ქმედება და იქ მოხდა შეხლა-შემოხლა,  - თქვა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ტვ პირველის მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს. 

 

მსგავსი სიახლეები