ეს არის ევროპა? - თელავში საჯარო მოხელემ სახალხო მოძრაობის ბუკლეტი დახია
,,ქართულმა ოცნებამ" საჯარო მოხელეები გამოიყვანა თელავში-საკრებულოს მმართველი გუნდის დეპუტატები სამუშაო სააათების დროს ქუჩაში იმიტომ გავიდნენ, რომ სახალხო მოძრაობის წევრების მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაეშალათ.
საჯარეო მოხელემ, თელავის საკრებულოს წევრმა, ლევან კოჭლოშვილმა, სახალხო მოძრაობის ბუკლეტი საჯაროდ გადახია და დაუფარავად განაცხადა, რომ ევროპა არ სურს.
რა არის სიკეთე ევროპისგან? უნდა გადავაბრუნოთ ხელისუფლება? წყნარად იყავით- დაემუქრა საჯარო მოხელე სახალხო მოძრაობის წევრებს
,,ქართული ოცნების" მაშველი რგოლი არც მალავს, რომ თბილისიდან ჩასულ ოპოზიციის ლიდერებს საინფორმაციო კამპანიაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.
სახალხო მოძრაობის წევრები ,,ქართული ოცნების" ზონდერჯგუფების მობილიზებისა და შეხვედრების ჩაშლის მცდელობის მიუხედავად რეგიონებში მაინც ჩადიან.