თავდასხმმა „ტვ პირველის“ მფლობელზე - გიორგი ბოტკოველი გამოძიებას ითხოვს
თავდასხმმა „ტვ პირველის“ მფლობელზე - ენმ-ს წევრის გიორგი ბოტკოველი გამოძიებას ითხოვს
ენმ-ს წევრის გიორგი ბოტკოველის თქმით, პარლამენტის წევრების მხრიდან, მასგავსი ფაქტი ქვეყნის შეურაცხყოფაა.
საელჩოს ტერიტორიაზე თავდასხმა ხდება პარლამენტის წევრების მხრიდან, ეს არის ქვეყნის შეურაცხყოფა და ეს არის ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი. ამას სჭირდება გამოძება და არ აქვს მნიშვნელობა დეპუტატი არის თუ სხვა, მან პასუხი უნდა აგოს სრული სიმკაცრით, თუ რა შეურაცხყოფა მიაყენა მან სახელმწიფოს. სახელმწიფოს მართავს ხუნტა. ეს არის ბიძინა ივანშვილის ნება, რაც დღეს ქვეყანაშ ხდება. ერთადერთი რამეა დღეს გამოსავალი და ეს არის ქართული ოცნების დასრულება“. - ამბობს ბოტკოველი.
ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილებდა დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი.
დეპუტატ მგალობლიშვილის იერიშის მსხვერპლი გახდა „ტვ პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე, რომელიც გაშველებას ცდილობდა. შემთხვევა თვითმხილველების თვალწინ მოხდა.
ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე თავს ტელევიზიის მფლობელს ესხმის.