გული მწყდება, რომ ინციდენტს არ შევესწარი - იაგო ხვიჩია აშშ-ს საელჩოში მომხდარ ანგარიშსწორებაზე
თავდასხმმა „ტვ პირველის“ მფლობელზე - „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია გულდაწყვეტილია, რომ მომხდარს არ შეესწრო.
„ძაან გული მწყდება, რომ ამ ინციდენტს არ შევესწარი. საქართველოს ტერიტორიაზე რომ ეჩხუბათ, ალბათ უკეთესი იქნებოდა. ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი ამდენი ადამიანის თანდასწრებით, მემგონი არ არის მისაბაძი მაგალითი“. - ამბობს ხვიჩია.
ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილებდა დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი.
დეპუტატ მგალობლიშვილის იერიშის მსხვერპლი გახდა „ტვ პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე, რომელიც გაშველებას ცდილობდა. შემთხვევა თვითმხილველების თვალწინ მოხდა.
ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე თავს ტელევიზიის მფლობელს ესხმის.