აშკარაა, ,,ოცნებამ" დეკლარირებულ, დასავლურ კურსს გადაუხვია - პაატა მანჯგალაძე
,,სტრატეგია აღმაშენებელი" საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს ეხმიანება. პარტიის ერთ-ერთ ლიდერის, პაატა მანჯგალაძის, განმარტებით, უკვე ყოფილი ელჩის, თეა კატუკიას, გადაწყვეტილება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" მკვეთრად დეკლარირებულ ევროპულ კურსს გადაუხვია.
საფრანგეთის ელჩისა და წინა შემთხვევაშიც აშკარაა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია დეკლარირებულ დასავლურ კურსს.
შესაბამისად, ის ადამიანები, ვისაც ამ იდეის სჯერათ, ჩამოიშორეს მიზანმიმართულად - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ, თანამდებობის დატოვების მიზეზად საქართველოს საგარეო სააქმეთა სამინისტროსგან მასზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა.