"ოცნება" თავს ესხმის იმავე ტელევიზიის დირექტორს, რომლის ოპერატორიც შეიწირა - თამარ კორძაია
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია „ტვ პირველის“ მფლობელზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ პარლამენტის წევრები ძველბიჭურად ესხმიან თავს ჟურნალისტებს.
კორძაიას თქმით, "ქართულ ოცნებას" არ ეყო, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორის სიცოცხლე შეიწირეს და ამ ტელევიზიის მფლობელსაც თავს დაესხნენ.
ეს არის ქართული ოცნების „ნოუ ჰაუ“, იმიტომ რომ, ჯერ არ ყოფილა, რომ პარლამენტის წევრები ძველბიჭურად ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ. ქართულ ოცნებას არ ეყოფოდა ის, რომ ტვ პირველის ოპერატორის სიცოცხლე შეიწირეს, ამის გამოსაძიელბლად არაფერს აკეთებს და ახლა გადავიდა თავდასხმაზე აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე და თავს ესხმის იმავე ტელევიზიის დირექტორს, რომლის ოპერატორიც შეიწირა. ამას ძძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოსგან და ჩვენგანაც“. - ამბობს თამარ კორძაია.
ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილებდა დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი.
დეპუტატ მგალობლიშვილის იერიშის მსხვერპლი გახდა „ტვ პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე, რომელიც გაშველებას ცდილობდა. შემთხვევა თვითმხილველების თვალწინ მოხდა.
ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე თავს ტელევიზიის მფლობელს ესხმის.