ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას ოხანაშვილის წინააღმდეგ - "ოცნების" მესიჯბოქსს ზარქუა უერთდება
"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ ანრი ოხანაშვილს პროვოკაცია ტვ პირველის მფლობელმა მოუწყო. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი აღიარებს, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორება მიუღებელია და მომახდარის გამო ძალიან სრცხვენია.
გუშინ ადგილი ჰქონდა ამერიკის საელჩოში ბინძურ პროვოკაციას ოხანაშვილის წინააღმდეგ, რომელიც დააორგანიზა და ჩაიდინა წერეთელმა. გასასვლელში რომ ვიდექით, ყველა უკვე გავდიოდით, რაღაც შეიარაღებული, მარაოები გვეჭირა, იქ დაარიგეს მარაოები, ამით შეიაარღებულები ვიყავით, ბავშვებისთვის მიგვქონდა და ოთხიოვე დაიძრა ჩემსკენ საცემადო, რომ ამბობდა შემდეგ, სისულელეა... ის, რაც მოხდა, ეს კიდევე ერთხელ, მიუღებელია. არავინ არ არის ამით ბედნიერი, ძალიან მრცხვენია... თან სად? ასეთ მნიშვნელოვან ღოსნიძიებაზე, - თქვა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ტვ პირველის მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.
ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს.