თეა კატუკია სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოიყვანეს - ვოლსკი
გია ვოლკი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თეა კატუკიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ის სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოიყვანეს.
გია ვოლსკის თქმით, ელჩზე საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირი ზეწოლა არ განუხორციელებია.
არავითარი საფუძველი არ აქვს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მით უმეტეს ელჩზე. რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ არაკომპეტენტურია და მოიყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით. როგორც ვიცი, თავად სალომეც საუბარში აღიარებდა, რომ მისი კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდება იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა - მიზეზი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან "მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლაა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აწ უკვე ყოფილი ელჩის ბრალდებები ცილისწამებაა და რომ ელჩის საქმიანობით კმაყოფილები არ იყვნენ, რადგანმან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.