იმედია, თეა კატუკიას საქციელი სხვა ელჩებისთვისაც გადამდები იქნება - გიორგი ვაშაძე

01.07.22 15:37
იმედია, თეა კატუკიას საქციელი სხვა ელჩებისთვისაც გადამდები იქნება - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძეს იმედი აქვს, რომ საფრანგეთის ელჩის საქციელი სხვა ელჩებისთვისაც გადამდები იქნება.

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი აღნიშნავს, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

არა მარტო საფრანგეთის ელჩი, არამედ დიპლომატიურმა კორპუსმა,  ევროკავშირს წარმომადგენლობასთან მე მქონდა პირდაპირ გეტყვით საუბარი ამასთან დაკავშირებით, თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ღიად უნდა თქვან, როგორი ანტიდასავლური, არაეროვნული, არაპატრიოტული და არასახელმწიფროებრივია ქმედებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ სჩადის. იმედი მაქვს გადადები იქნება ის, რაც ეხლა გვაქვს“. - ამბოს გიორგი ვაშაძე.

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა - მიზეზი,  საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან "მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლაა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აწ უკვე ყოფილი ელჩის ბრალდებები ცილისწამებაა და რომ ელჩის საქმიანობით კმაყოფილები არ იყვნენ, რადგანმან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
 

მსგავსი სიახლეები