ანრი ოხანაშვილი საოცრად აღელვებული იყო, მსგავსი არაფერი მინახავს, ფერი არ ედო სახეზე - ბექა ოდიშარია
უმრავლესობის დეპუტატი, ბექა ოდიშარია, რომელიც ,,ტვ პირველის" დამფუძნებელზე განხორციელებულ ძალადობის ერთ-ერთი მოწმეა, ადასტურებს, რომ ანრი ოხანაშვილის მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა.
გასასვლელისკენ რამდენიმე კოლკეგა ერთმანეთის მიუყოლებით მივდიოდით, რა დროსაც გამოჩნდა საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი, რომელსაც 6 წელიწადია, ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახია, ფერი არ ედო სახეზე, რომელმაც ისაუბრა იმ უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას მიაყენეს. სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ. ადამიანები ვცდილობდით, ეს განგვემუხტა, ამას ადასტურებს თავად ვატო წერეთელიც და მისი თანმხლები ქალბატონი კოლეგა.
ჩემს ცხოვრებაში სკოლის ასაკშიც არ მიმიღია სხვა 3 კაცთან ერთად ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა. ახლა მით უმეტეს, პარლამენტის წევრი ვარ! - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ინციდენტი ამერიკის საელჩოში - გუშინ ,,ტვ პირველის" დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, ფიზიკურად იძალადა.