ივანიშვილის ნომერი ტელეფონში დღემდე მაქვს - რა ისტორიას იხსენებს ნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე ბიძინა ივანიშვილზე საინტერესო ისტორიას იხსენებს.
„ტვ პირველის“ საინფორმაციოს ხელმძღვანელი ჰყვება, თუ როგორ მივიდა ბიძინა ივანიშვილისგან მიგზავნილი ადამიანი მასთან 2018 წელს.
კურიერის პერიოდი იყო, 2018 წელი. მაშინ იყო ცნობილი რეპორტაჟების სერია ‘სახლები“, რომელსაც მოჰყვა უდიდესი ვნებათაღელვა. მაშინ ბიძინა ივანიშვილის სახელით პირადად ჩემთან იყო მოსული ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ თუ შენი მიზანი არის, რომ ქვეყანა კორუფციის ჭაობში არ ჩაეფლოს, ამაზე ბატონი ბიძინაც უკიდურესად დარდობს და ბრაზდება, როდესაც იგებს, რომ მისი გუნდის წამომადგენლები ხელმრუდობენ, იპარავენ ხალხის ფულს, ამიტომ მოდი, ახლა მე მოგცემ ბიძინა ივანიშვილის ტელეფონის ნომერს (სხვათაშორის, ივანიშვილის მაშინდელი ნომერი ტელეფონში დღემდე მაქვს) და მსგავს ამბავს რომ გაიგებ, უთხარი ბიძინას და ის ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენსო. რად გინდა, ეთერში რომ ყვები, ხომ ხედავ, ამაზე რეაგირებას მაინც არ ახდენენო“.- იხსენებს ნოდარ მელაძე.