"გამოცხადდეს მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე" - "ოცნება" პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს ქმნის

01.07.22 17:23
"გამოცხადდეს მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე" - "ოცნება" პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს ქმნის

"ქართული ოცნება" პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს ქმნის - მმართველი პარტიის განცხადებით, პოლარიზაციის შესამცირებლად აგრესიულ რიტორიკაზე "ერთგვარი მორატორიუმი" უნდა გამოცხადდეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკავოს.

პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის პირობებში, პოლიტიკური დისკუსია ნაცვლად სახელმწიფო მნიშვნელოვანი საკითხებისა საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის ვიწრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამ მოცემულობის შესაცვლელად მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. რა თქმა უნდა ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით, ანალოგიურად ოპოზიციამ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლებას საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები