არ ვენდობი აღნიშნულ sms შეტყობინებას - ბექა ოდიშარია აგენტ-პროვოკატორებს იცავს

01.07.22 18:19
არ ვენდობი აღნიშნულ sms შეტყობინებას - ბექა ოდიშარია აგენტ-პროვოკატორებს იცავს

სიცრუის ტირიჟება, ფეიკი და ტყუილი - ,,ქართული ოცნება" აგენტ-პროვოკატორების დაცვაზე გადავიდა. სახელისუფლებო პარტიაში არ სჯერათ, რომ დეპუტატ ირმა ზავრადაშვილის თანაშემწე გუშინ დედა-ენის პარკში აგენტ-პროვოკატორებს ესემეს შეტყობინებებით დავალებებს აძლევდა, თუმცა ფაქტები სხვაზე მეტყველებს.

აგენტ-პროვოკატორი, ნათია გიგაური,  სამოქალაქო მოძრაობის წევრმა ამოიცნო, რომლიც აქტივისტს სტუდენტის სახელით გაეცნო და დავალების გამცემ მეორე აგენტ-პროვოკატორს მოკლე ტექსტურ შეტყოვინებებს უგზავნიდა. 

დაგეგმილი გვქონდა სტუდენტებთან შეხვედრა და მოულოდნელად გამოჩნდა ასაკოვანი ხალხი, განსაკუთრებით გამოირჩეოდა 2 ქალბატონი, რომელიც სტუდენტებისთის განკუთვნილ ადგილზე დასხდნენ. როცა მივედი და ვუთხარი, რომ ეს სტუდენტებისთვის განკუთვნილი ადგილი იყო, მაღალ ტონალობაში დამიწყეს საუბარი. 

საეჭვოდ იქცეოდნენ, 2 მობილურით იყვნენ, ერთით ხან იღებდნენ, ხან არა. ერთ-ერთი ძალიან აქტიურად მესიჯობდა. შევამჩნიე, რომ რასაც მესენჯერში მეორეს ეუბნებოდა, ის ასრულებდა. 

sms-ში მკაფიოდ ჩანს, როგორ წერს, თუ შეგიძლია, წამოაცდევინე რამე ომზეო, - აცხადებს ,,ტვ პირველთან" ინტერვიუში სტუდენტური მოძრაობის წევრი.

,,ქართული ოცნება" აღნიშნულ ინფორმაციას  ,,ფეიკს" უწოდესბ და ,,ტვ პირველს" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს, 

ის ,,მტკიცებულება", რასაც თქვენ მაჩვენებთ, შეიძლება, ასეთი ფეიკ შეტყობინება და სქრინშოტი, ათეული ათასი მაჩვენოს ნებისმიერმა. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ მაქვს, მათ დავეყრდნო. 

რაც შეეხება ირმა ზავრადაშვილს, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ ის იყო ძალიან მაგარი გამგებელი, ჩვენი გუნდის ძალიან მაგარი წევრი.

არც ერთი ღონისძიების ,,ქართულ ოცნებას" არ ეშინია. არც უფრთხის, არც პრევენციულად მოქმედებს. მით უმეტეს, თუ ის არის მშვიდობიანი და ევროინტეგრაციისკენ მიმართული - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მსგავსი სიახლეები