მილიონები კახურ კლანში - ირაკლი ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა
კახური კლანი და ირაკლი ღარიბაშვილის გავლენები მილიონიან ტენდერებში. პრემიერის გარემოცვის წევრის გიორგი ზედელაშვილის კომპანიამ 60 მილიონის ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო.
ეს ყველაფერი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკის კომპანია „სერპანტინი“ ბაზარზე დიდი ხანია ოპერირებს და უკონკურენტოდ იგებს ტენდერებს.
კორუფციის მკვლევარები მილიონიან უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებში კორუფცილი გარიგებების კვალს ხედავენ.
მაგალითად მიუთითებ 30 მილიონიან ან 50 მილიონიან ბრუნვას ტექნიკურ პირობებში, კახეთის რეგიონში ამ თანხას მხოლოდ და მხოლოდ „სერპანტინი“ დააკმაყოფილებს. შესაბამისად გეუბნებიან, რომ კონკურენტუი არ ჰყავდა ამ კომპანიას, რადგან ამ თანხის ბრუნვა არც ერთ კომპანიას არ აქვს. ამ კომპანიის მფლობელი ღარიბაშვილის სიმამრის ნათესავები არიან. ესენი არიან ზედეაშვილები. მოადგილე იყო ღარიბაშვილის და ჯანყარაშვილის ნათესავები“. - ამბობს კორუფციის ექსპერტი.
მთავრობაში ამბობენ და არაერთხელ უთქვამთ, რომ გამარჯვებულ კომპანიებს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვთ.