მეც იმავეს გავაკეთებდი! - კობახიძე ვატო წერეთელზე თავდასხმაზე

01.07.22 17:33
მეც იმავეს გავაკეთებდი! - კობახიძე ვატო წერეთელზე თავდასხმაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ღიად ამბობს, რომ ანრი ოხანაშვილის მსგავსად, ისიც გაუსწორდებოდა ვატო წერეთელს. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებელმა "უმძიმესი პროვოკაცია" მოაწყო, რასაც "ოცნების" თავმჯდომარის მტკიცებით, ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა პასუხი: 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია - მეც იმავეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა"- თქვა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ,,ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს. 

 

მსგავსი სიახლეები